ფეხბურთი

14:00 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე ბაქოს “ინტერში” რჩება

იაშვილს ფეხბურთის ფედერაციის ფუნქციონერობა სურს


კახა ცხადაძემ აზერბაიჯანულ ინტერნეტპორტალ apasport.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც ბაქოს “ინტერის” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მისვლა სურთ.

- ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი მიწვევა თბილისის “დინამოს” სურს. გუნდში დარჩებით თუ სამშობლოში წახვალთ?

- კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც თანახმად, “ინტერის” მიერ ევროთასების საგზურის მოპოვების შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წელი გრძელდება. ამიტომ, გუნდში ვრჩები.

- ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც გუნდიდან ნამდვილად წავლენ?

- თუ ალექსანდრე იაშვილი შეძლებს, დაგვეხმარება. თუმცა, მას ფუნქციონერობა სურს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ფედერაციის ხელმძღვანელობა სურთ. მასთან მოლაპარაკებას კიდევ ერთხელ გავმართავთ. იაშვილს შეუძლია ევროპის ლიგაში დაგვეხმაროს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167669