საბერძნეთის ქალაქ კავალაში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას გიორგი მარგველაშვილი (2525), დავით ზარქუა (2433) და ინგა ჭარხალაშვილი (2355) იცავდნენ.
ცხრა ტურის თავზე საუკეთესო შედეგი – 7-7 ქულა სერბ დრაგან სოლაკსა (2598) და პოლონელ მატეუშ ბარტელს (2611) აღმოაჩნდათ, საბოლოოდ კი, დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, მთავარი პრიზი სოლაკს ერგო.
ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩა მარგველაშვილი, რომელმაც მე-14 ადგილი დაიკავა, ზარქუა 5.5 ქულით 22-ე გახლდათ, ხოლო ჭარხალაშვილმა 5.0 ქულით 36-ე შედეგი აჩვენა, ქალთა შორის კი მხოლოდ თურქ ეკატერინა ატალიკს (2436) ჩამორჩა და მეორე იყო.







