საბერძნეთის ქალაქ კავალაში დასრულებულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი დავით ჯოჯუამა (2530) და ლუკა პაიჭაძემ (2467) აჩვენეს, რომელთაც 6-6 ქულით, შესაბამისად, მე-11 და მე-14 ადგილები დაიკავეს.
94 მონაწილეს შორის, 5 ქულით მე-40 საფეხურზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი (2469), ხოლო სალომე მელიამ თავი 4.5 ქულას მოუყარა და 44-ე საფეხურს უწია.
კავალას ტურნირზე ყველაზე უკეთ უკრაინელმა ადამ ტუხაევმა (2518) და ინდოელმა აბჰიჯეტ გუპტამ (2587) ითამაშეს. მათ 7-7 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ჩემპიონობა უკრაინელს ერგო, რისთვისაც 3 500 ევროთი დასაჩუქრდა.







