ლა ლიგის 17 ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ გათამაშებას ხუთქულიანი უპირატესობით ლიდერობს. საინტერესოა, რომ მდევარ „ბარსელონასთან“ სხვაობის გაზრდა მადრიდთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ავტონომიური ერთეულების - კატალონიისა და ბასკეთის წარმომადგენელთა გამოისობით მოხდა.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ბარსას“ თანაქალაქელ „ესპანიოლთან“ რთული მატჩი ელოდა და ეს პირველსავე წუთებზე დადასტურდა, როდესაც ვერდუს ახლო მანძილიდან დარტყმული ჯერ ვალდესმა მოიგერია, ხოლო მასპინძელთა მე-10 ნომრის დამატებულს კარის ხაზზე პიკე დახვდა.
დაახლოებით მე-10 წუთის შემდეგ, „ესპანიოლის“ უკანა ხაზი ქაოსმა მოიცვა. მე-14 წუთზე, მასპინძელთა მეკარემ ბურთი მისსავე საჯარიმოში მყოფ მესის ჩააბარა და „ესპანიოლის“ ბედად, არგენტინელმა ხელით ითამაშა. არ იყო გასული ერთი წუთი, როდესაც მასპინძელთა ერთ-ერთ მცველი მეკარისთვის ბურთის დაბრუნების დროს შეცდა და შედეგად, ალექსის სანჩესი ალვარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შემდგომშიც არაერთი მომენტის გამცუდებელი ჩილელი უხეიროდ გაისარჯა.
„ესპანიოლის“ მცველები და მეკარე ჯერ გონს მოსულები არ იყვნენ, როდესაც ტაბლოზე სტუმარი გუნდის უპირატესობა მაინც დაფიქსირდა. მე-16 წუთზე, ალვეშის ჩაწოდების შემდეგ, ფაბრეგასმა საჯარიმოს წინა ხაზიდან თავით დაარტყა და მართალია ალვარესს ბურთის მოგერიება მართებდა, მაგრამ ანგარიში მაინც გაიხსნა. ტაიმის დარჩენილ ნაწილში უპირატესობას „ბარსა“ ფლობდა, მაგრამ „ესპანიოლი“ მეტოქეს დროგამოშვებით აგრძნობინებდა, რომ მასპინძლები ქულის იოლად დათმობას არ აპირებდნენ.
მე-2 ნახევარში, მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტებმა იკლეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ „ბარსამ“ უფრო ფრთხილად დაიწყო თამაში. მიუხედავად ამისა, სტუმრები თამაშის მიმდინარეობას იმდენად კარგად ვერ აკონტროლებდნენ, რომ ვალდესს თავი მშვიდად ეგრძნო. „ესპანიოლის“ ერთ-ერთი შეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, კარის წინ უმეთვალყურეოდ ადტოვებულმა ვასკესმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის კულმინაციური მომენტი 92-ე წუთი იყო, როდესაც მთელი შეხვედრის განმალვობაში ძალიან პასიური მესის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში აღმოჩენილმა პიკემ ბურთი ძელს მოატყა, ხოლო დამატებაზე მოთამაშე პედროს დარტყმის შემდეგ გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ საქმეში „ესპანიოლის“ მცველი ჩაერია, რომელმაც ხელით ითამაშა. ამ ეპიზოდში, შეხვედრის ბასკი არბიტრი, ტურიენცო ალვარესი ვალდებული იყო თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მაგრამ მისი სასტვენი დუმდა, რაც კატალონიურ დერბიში ქულების გაყოფას და „რეალის“ წინ კიდევ უფრო გაჭრას ნიშნავდა.
კატალონიურის მსგავსად, საინტერესო გამოდგა ვალენსიური დაპირისპირებაც. „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ახლო წარსულში ცნობილ მეკარეს, ხოსე ფრანსისკო მოლინას, რომლის გუნდიც, მე-18 წუთზე, 2:0 იგებდა, მაგრამ სტუმრებმა გათანაბრება და ქულის გადარჩენა მოახერხეს.
რაიო-სევილია 2:1 (1:0)
მადრიდი, “რაიო ვალეკანო” 10000
რაიო (4-2-3-1): ხიმენესი, ტიტო, არიბასი, ხორდი, კაზადო, ფუეგო, მოვილა (დიამანკა 57), პიტი (რაიკო 70), ტრაშორასი, მიჩუ, ტამუდო (ლასი 56).
მწვრთნელი: ხოსე სანდოვალი.
სევილია (4-2-3-1): ვარასი, კოკე, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო, ფასიო (მედელი 54), ლუნა (კანუტე 55), რეიესი (ტროხოვსკი 77), რაკიტიჩი, პეროტი, ნეგრედო.
მწვრთნელი: მარსელინიო.
გოლები: 1:0 მიჩუ (45), 2:0 ტამუდო (51), 2:1 ესკუდე (62).
გაფრთხილებები: კაზადო 51, პიტი 70, არიბასი 82, დიამანკა 90+4 - ფასიო 43, ესკუდე 71, ნავარო 81, მედელი 90+5.
მსაჯი: გონსალეს გონსალესი.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 10 (5)-14 (6), კუთხური: 4-10, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 20-17.
ხეტაფე-ბილბაო 0:0
მადრიდი, “ალფონსო პერესი” 10000
ხეტაფე (4-4-2): მოია, ვალერა, კატა დიასი, რადა, მასილელა, რიოსი (გავილანი 72), კასკერო (ლასენი 77), მიჩელი, ბარადა, მიკუ, გუისა (კასტრო 83).
მწვრთნელი: ლუის გარსია.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი, ირაოლა, მარტინესი, ამორებიეტა, ორტენეჩე, ანდერ ერერა, იტურასპე, დე მარკოსი (სან ხოსე 54), სუსაეტა, ტოკერო (ლორენტე 65), მუნიაინი (გომესი 83).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.
გაფრთხილებები: გუისა 28, რაფა 55, მიჩელი 58.
მსაჯი: ალვარეს იკსიერდო.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (3)-6 (3), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-2, ჯარიმა: 15-10.
ვილიარეალი-ვალენსია 2:2 (2:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი” 20000
ვილიარეალი (4-4-2): ლოპესი, ანხელი, როდრიგესი (ლეხეუნე 77), საპატა, ორიოლი, ბორხა ვალერო, სენა, ბრუნო, კანი (კასტელანი გონსალო 70), ნილმარი (კამუნიასი 86), რუბენი.
მწვრთნელი: ხოსე მოლინა.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში, მიგელი, რამი, ვიქტორ რუისი, ალბა, ბანეგა (კოსტა 72), ტოპალი, ფეგული (ადურისი 76), ჟონასი, მატიე (ერნანდესი 66), სოლდადო.
მწვრთნელი: უნაი ემერი.
გოლები: 1:0 რუბენი (14), 2:0 როდრიგესი (18), 2:1 ფეგული (41), 2:2 ადურისი (87).
გაფრთხილებები: ბრუნო 22, კანი 22, საპატა 33, ორიოლი 36, რუბენი 75 - ჟონასი 25, ბანეგა 70, მიგელი 75.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 15 (7)-11 (3), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-5, ჯარიმა: 16-14.
ბეტისი-ხიხონი 2:0 (1:0)
სევილია, “ბენიტო ვილიამარინი” 35000
ბეტისი (4-2-3-1): ბარიაგა, ისიდორო, მარიო, დორადო, პერესი, ირინეი, ეჩებარია, ხუანმა (პერეირა 69), სანტა კრუსი (მოლინა 61), მონტერო (კანასი 76), კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი.
ხიხონი (4-2-3-1): ხუან პაბლო, ლორა, ბოტია, ერნანდესი, კანელია, რივერა (მორანი 72), კასტრო (კარმელო 60), ტრეხო, ნოვო (გრეგორი 46), დე ლას კუევასი, ბარალი.
მწვრთნელი: მანუელ პრესიადო.
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (23), 2:0 მოლინა (90+1).
გაფრთხილებები: ეჩებარია 90+2 - ლორა 39, კარმელო 70, ბოტია 79, მორანი 84.
გაძევებები: ლორა 44, კარმელო 90+3.
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (9)-9 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 7-2, სეივი: 5-6, ჯარიმა: 13-14.
ესპანიოლი-ბარსელონა 1:1 (0:1)
კორნელა ლობრეგატი, “კორნელა ელ პრატი” 34500
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი (კასილია 81), ამატი, მორენო, როდრიგესი, დიდაკი, ფორლინი, რომარიკი (ვასკესი 64), ვაისი (ლოპესი 46), ვერდუ, ტიევი, გარსია.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი, ფაბრეგასი (კეიტა 85), სანჩესი (პედრო 72).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 ფაბრეგასი (16), 1:1 ვასკესი (86).
გაფრთხილებები: რომარიკი 45, როდრიგესი 70, ამატი 90, ფორლინი 90, კასილია 90+2 - მესი 14.
მსაჯი: ტურიენცო ალვარესი.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 8 (3)-7 (6), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-7, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-7.
| 1. | რეალი | 17 | 14 | 1 | 2 | 61:16 | 43 |
| 2. | ბარსელონა | 17 | 11 | 5 | 1 | 51:9 | 38 |
| 3. | ვალენსია | 17 | 10 | 4 | 3 | 28:18 | 34 |
| 4. | ლევანტე | 17 | 9 | 3 | 5 | 25:19 | 30 |
| 5. | ოსასუნა | 17 | 6 | 8 | 3 | 21:28 | 26 |
| 6. | მალაგა | 17 | 7 | 4 | 6 | 20:22 | 25 |
| 7. | სევილია | 17 | 6 | 6 | 5 | 19:19 | 24 |
| 8. | ესპანიოლი | 17 | 7 | 3 | 7 | 18:21 | 24 |
| 9. | ბილბაო | 17 | 5 | 8 | 4 | 23:19 | 23 |
| 10. | ბეტისი | 17 | 7 | 1 | 9 | 19:22 | 22 |
| 11. | ატლეტიკო | 17 | 5 | 5 | 7 | 23:27 | 20 |
| 12. | ხეტაფე | 17 | 5 | 5 | 7 | 17:23 | 20 |
| 13. | რაიო | 17 | 5 | 4 | 8 | 19:26 | 19 |
| 14. | მალიორკა | 17 | 4 | 7 | 6 | 15:22 | 19 |
| 15. | გრანადა | 17 | 5 | 4 | 8 | 11:21 | 19 |
| 16. | სოსიედადი | 17 | 4 | 6 | 7 | 16:23 | 18 |
| 17. | რასინგი | 17 | 3 | 8 | 6 | 12:21 | 17 |
| 18. | ვილიარეალი | 17 | 3 | 7 | 7 | 15:25 | 16 |
| 19. | ხიხონი | 17 | 4 | 3 | 10 | 16:29 | 15 |
| 20. | სარაგოსა | 17 | 2 | 4 | 11 | 13:32 | 10 |
ბომბარდირები
რონალდუ („რეალი“) – 21, მესი („ბარსელონა“) – 17, იგუაინი („რეალი“) – 13, სოლდადო („ვალენსია“) – 11, ბენზემა („რეალი“) – 10, ფალკაო („ატლეტიკო“), ფაბრეგასი („ბარსელონა“) – 9.
შემდეგი ტური
14 იანვარი
სარაგოსა-ხეტაფე; გრანადა-რაიო; სევილია-ესპანიოლი; მალიორკა-რეალი; ვალენსია-სოსიედადი.
15 იანვარი
ატლეტიკო-ვილიარეალი; ოსასუნა-რასინგი; ბილბაო-ლევანტე; ხიხონი-მალაგა; ბარსელონა-ბეტისი.
მიშა ზაქარეიშვილი









