ფეხბურთი

19:25 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი განაცხადს მიღმა დარჩა

 

მადრიდის “რეალის” კაპიტანი იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “გალათასარაის” წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ითამაშებს. ამის მტკიცების საფუძველს ის გვაძლევს, რომ ჟოზე მოურინიომ ის განაცხადს მიღმა დატოვა.

კასილიასმა ტრავმა ცოტა ხნის წინათ მოირჩინა. ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ კი განაცხადა, რომ იკერს დიეგო ლოპესის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება გაუჭირდებოდა, მაგრამ მადრიდელთა პირველი ნომრის 19-კაციან განაცხადს მიღმა დარჩენას ალბათ ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა. დიეგო ლოპესისა და ანტონიო ადანის შემდეგ, მოურინიომ განაცხადში მე-3 მეკარედ ხესუს ფერნანდესი შეიყვანა.

“რეალის” გულშემატკივართათვის კარგი ამბავი ისაა, რომ განაცხადში მოხვდნენ რაფაელ ვარანი და ფაბიუ კოენტრაუ. ბოლო დროს, მათ ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ორივე მათგანი სათამაშოდ მზადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113061