ფეხბურთი

14:50 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშიასთვის ჰოლანდიის თასი ძალიან მნიშვნელოვანია

“ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას თქმით, არნემული კლუბი ჰოლანდიის თასის გათამაშებას ძალიან სერიოზულად ეკიდება.

ოთხშაბათს, თასის 1/8-ფინალში “ვიტესი” სტუმრად “როდას” ეთამაშება, რომელთანაც მიმდინარე სეზონში კერკრადეში ჩემპიონატის მატჩი 1:1 დაასრულა.

“თასს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ის ჩვენთვის ნამვილად სერიოზულად ფასობს. კერკრადეში ჩატარებული მატჩისას ისეთ ფორმაში არ ვიყავით, როგროც ახლა ვართ. “როდასთან” ყოველთვის რთული თამაშები გვაქვს” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.

არსებობის მანძილზე “ვიტესს” ჰოლანდიის თასის ფინალში 3-ჯერ უთამაშია, მაგრამ არასოდეს მოუგია. მიმდინარე სეზონში არნემელები ჰოლანდიის ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო “როდა” გასავარდ ზონასთან ახლოსაა.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122287