ფეხბურთი

21:32 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას “ფეიენოორდთან” სასტარტოში ელიან

როგორც იცით, “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ერედივიზიონის წინა ტურის მატჩი გამოტოვა: “ნაიმეგენთან” დერბი (1:1) დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა და მისმა შემცვლელმა დან მორიმ გოლი გაიტანა. არნემელებს პარასკევს ელით პრინციპული მატჩი, როტერდამში “ფეიენოორდს” ხვდებიან და გურამი სასტარტო შემადგენლობაში იქნება – ასე წერს ჰოლანდიური პრესა “ვიტესის” ვარჯიშებიდან გამომდინარე.

ანუ, დაცვის ოპტიმალური ოთხეული ასეთი იყო და რჩება: ლეერდამი, კაშია, ვან დერ ჰეიდენი, ვან აანჰოლტი. თერთმეტეულში არ მოიაზრებიან გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ჭანტურიას კუნთი ჰქონდა ნატკენი და რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშა, თუმცა ორი დღეა, რაც ჩვეულებრივ ემზადება. რაც შეეხება გიორგის კლუბის შეცვლის საკითხს, ამაზე სიახლე არაფერია და დიდი ალბათობით, ქართველი შემტევი სეზონს “ვიტესში” ჩაამთავრებს. მისი შეძენის სურვილს “ბოლონია”, “კიევო” და “მონპელიე” გამოთქვამდნენ. 

შეხსენებისთვის, “ვიტესი” მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ “აიაქსს”, ხოლო “ფეიენოორდი” მეოთხეზეა და არნემელები მათ 5 ქულით უსწრებენ.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114579