ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დებ კარტერი ხვალ ოპერაციის გაკეთებას გეგმავს, რის გამოც, სავარაუდო, 8 კვირის განმავლობაში იძულებით დაისვენებს.
“კრუზეიდერსის” მორაგბემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოგებულ (29:22) შეხვედრაში “ოლ ბლექსს” 14 ქულა შესძინა და გუნდს “ერთა თასზე” ზედიზედ მე-5 მატჩის მოგებაში დაეხმარა.
“უკვე მივაღწიეთ იმ ზღვარს, როდესაც დენის მუხლის დატვირთვამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ვფიქრობთ, ოპერაციის გაკეთება აუცილებელია”, - განაცხადა ახალი ზელანდიის ნაკრების ექიმმა დებ რობინსონმა.
Scrum.com-მა თავად კარტერის კომენტარიც გაავრცელა: “თამაშის გაგრძელება შემეძლო, თუმცა, ახლა ოპერაციისთვის იდეალური დროა. ჩვენ სამი ერის თასი მოვიგეთ, რაც უდიდესი მიღწევაა. მართალია, ავსტრალიასთან მატჩის გამოტოვება მომიწევს, მაგრამ სამაგიეროდ, 2011 წლის მსოფლიოს თასისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები”.







