კალათბურთი

15:42 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარტერი ისევ დაშავდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის გადმოტანილ “დინამო”-“შსს აკადემიას” შეხვედრაში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, პირველი მეოთხედის ბოლოს ისევ დაშავდა “დინამოელთა” ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკელი ქიენ კარტერი, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კარტერი მესამე სეზონია “დინამოში” თამაშობს. 2012-13 წლების ჩემპიონატში კარტერს ტრავმა ჰქონდა და ამის გამო რამდენიმე თვე გაუცდა.

თუ რა სირთულისაა კარტერის ამჟამად მიღებული ტრავმა, ამას ექიმები უახლოეს დღეებში დაადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118928