ფეხბურთი

12:51 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატიმ” ყენია “ფორტუნაში” არ გაყიდა

 

დიუსელდორფის “ფორტუნას”, რომელიც განვლილ სეზონში პირველიდან მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, ლევან ყენიას შეძენა სურდა.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა football.ua-ს ინფორმაციით, “ფორტუნამ” ყენიას სანაცვლოდა ლვოვის “კარპატის” 250000 ევრო შესთავაზა, მაგრამ უკრაინელები ამ წინადადებამ არ დააკმაყოფილა.

ამჟამად, ყენია და მურთაზ დაუშვილი, რომლებიც “კარპატიმ” კიდევ 17 ფეხბურთელთან ერთად ტრანსფერზე დააყენა, მომავალი სეზონისთვის ლვოველთა შემადგენლობაში ემზადებიან.

გასულ სეზონში, ყენიამ “კარპატის” შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. 

თეგებიყენია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115176