ჩოგბურთი

14:50 | 10.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინ ვოზნიაცკი: “არის საკითხები, რომლებიც ჩემსა და რორის შორის უნდა დარჩეს”

საჩოგბურთო რეიტინგსიის ლიდერმა, 21 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ თავისი ბოიფრენდის, 22 წლის ირლანდიელი მეგოლფე რორი მაკილროის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენი ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვა ძალიან რთულია, რადგან ყველამ იცის ვინ ვართ და ყველას აინტერესებს, რა ხდება ჩვენს შორის. არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ ჩვენს სიახლოვეს კამერა გამოჩნდება, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც პირადი ცხოვრება იწყება და რომელიც არ უნდა გადალახო. არის საკითხები, რომლებიც ჩემსა და რორის შორის უნდა დარჩეს და არის საკითხები, რომლებიც არცთუ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ხანდახან სანაძლეოს ვდებთ. ერთხელ იმაზე დავნიძლავდით, თუ ვინ მოიგებდა ტურნირს პირველი და გავიმარჯვე. ახლა ერთმანეთს აღარ ვეჯიბრებით. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ რორის ყველაფერი კარგად აქვს”, - ციტირებს ვოზნიაცკის ღეუტერს-ი.
კაროლინმა არ დააკონკრეტა, თუ რაზე დანიძლავდნენ, თუმცა გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მაკილროის, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” თავგადაკლული გულშემატკივარია, წაგების შემთხვევაში კაროს საყვარელი კლუბის - “ლივერპულის” მაისურში ფოტო უნდა გადაეღო.
“ვერ ვიტყვი, რა პრიზი მოვიგე, მაგრამ მიგანიშნებთ – შემეძლო, კუთვნილი ფოტო თწიტტერ-ზე გამომექვეყნებინა, რაც არ გავაკეთე, რადგან საყვარელი ადამიანის წყენინება არ მინდოდა. თუმცა, ახლა ხელში კოზირი მიჭირავს და თუ რორი კარგად არ მოიქცევა... მოდი, ასე ვთქვათ – ჩვენ ყველა საფეხბურთო კლუბს ვგულშემატკივრობთ”, - დაამატა კარომ.
 

 

მოამზადა რუსუდან ჭუმბურიძემ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096646