თამაშგარე

11:38 | 4.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინ ვოზნიაცკი ამღერდა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ მუსიკალური კომპოზიცია ჩაწერა. 21 წლის სპორტსმენის სინგლიდან შემოსული თანხა პოლონურ და დანიურ პარაოლიმპიურ ნაკრებებს მოხმარდება.
“რამდენიმე დღე პოლონეთში დავყავი საქმეებზე – ვიდეორგოლს ვიღებდი საქველმოქმედო სიმღერაზე, რომელიც თავად ჩავწერე”, - თქვა კარომ.
ყოფილ პირველ ჩოგანს ამ კვირაში ჩარლსტონში თავისი შარშანდელი ტიტული უნდა დაეცვა, თუმცა ვოზნიაცკიმ გადაწყვიტა, პაუზა აეღო და დაესვენა. კაროლინა, რომელიც ამჟამად რეიტინგსიაში მე-6 ადგილზე იმყოფება, ასპარეზობას მშობლიურ ტურნირზე - კოპენჰაგენში განაახლებს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089549