მოსკოვში დასრულდა მიხეილ ტალის სახელობის მემორიალი, რომელშიც პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკეები თამაშობდნენ. წრიული სისტემით 9 ტურად გამართული ტურნირის გამარჯვებული რეიტინგ-ფავორიტი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2835) გახდა, რომელმაც 5.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 0.5 ქულით გაუსწრო.
მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: 2-3. კარუანა (იტალია, 2770), რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2784) – 5.0; 4-7. კრამნიკი (რუსეთი, 2801), მოროზევიჩი (რუსეთი, 2769), არონიანი (სომხეთი, 2825), გრიშჩუკი (რუსეთი, 2761) – 4.5; 8-9 მაკშეინი (ინგლისი, 2706), ნაკამურა (აშშ, 2775) – 4.0; 10. ტომაშევსკი (რუსეთი, 2738) – 3.5;
ტალის მემორიალის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევრო გახლდათ, საიდანაც კარლსენმა 30 ათასი მიიღი, კარუანამ – 20 ათასი, ხოლო რაჯაბოვმა – 15 ათასი. აქვე ვთქვათ, რომ ნორვეგიელმა დიდოსტატმა ტურნირი დაუმარცხებლად განვლო. მის ანგარიშზე 2 მოგება და 7 ყაიმია.







