ფეხბურთი

21:40 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ ფავორიტებად “რეალი” და “იუვენტუსი” დაასახელა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფავორიტები მისი ყოფილი გუნდები, მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” არიან.

“ფეხბურთით ვცხოვრობ და ყველა მატჩს ვუყურებ. მათ ყურებას დღისით ვიწყებ და საღამოს 11 საათზე ვამთავრებ.

მადრიდისტა ვარ. ჩემთვის, “რეალი” ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. ამ გუნდს შესანიშნავი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი წვრთნის, რომელსაც ფეხბურთელებამდე თავისი იდეების მიტანა ყოველთვის გამოსდის.

“იუვენტუსს” ევროპის ლიგის მოგება შეუძლია. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტურნირზე ასეთი ძლიერი გუნდი სხვა არაა.” – აცხადებს ფაბიო კაპელო.

კაპელო “რეალს” 1996-97 და 2006-07 წლებში წვრთნიდა. ორივე შემთხვევაში, მან მადრიდელებს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. “იუვენტუსში” იტალიელი მწვრთნელი 2004-06 წლებში მუშაობდა. მან გუნდს სერია A 2-ჯერ მოაგებინა, მაგრამ კალჩოპოლის სკანდალის გამო, ტურინელებს პირველი ტიტული ჩამოართვეს, ხოლო მეორე არ გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113814