ფეხბურთი

19:40 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “რეალმა”, იოზილის გაყიდვით, შეცდომა დაუშვა”

მადრიდის “რეალის” ყოფილი დამრიგებელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მესუთ იოზილის “არსენალში” გაშვების დროს “სამეფო გუნდმა” შეცდომა დაუშვა.

“არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. მიმაჩნია, რომ იოზილი დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია, რომელიც “რეალისთვის” მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. საუბარი მსოფლიოს დონის ფეხბურთელზე გვაქვს და “რეალმა” მისი გაყიდვით შეცდომა დაუშვა.”

კაპელო კომენტარს “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაზეც აკეთებს: “თუ “ოქროს ბურთი” ვინმეს ეკუთვნის, ეს, უპირველესად, კრიშტიანუ რონალდუა. უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ ჩაატარა მან გასული სეზონი და ასევე ის 4 გოლიც, რომლებიც მან ფლეი ოფის მატჩებში გაიტანა. ეს მარტივი არ ყოფილა.” – აცხადებს კაპელო Onda Cero-სთან საუბრისას.

0.11116