სამხრეთ ამერიკის ყველაზე ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივარი - ლარისა რიკელმე კრიმინალური ქრონიკის გმირად იქცა. ზესექსუალურ პარაგვაელ მოდელს პოლიციისგან გაქცევა სურდა.
ლარისა, ფეხბურთელ ბოიფრენდ – ჯონათან ფაბროსთან ერთად, BMW-ს მარკის ავტომობილით ასუნსიონის ქუჩებში სეირნობდა. შეყვარებულები მანქანით უდარდელად მოძრაობდნენ და უნებლიედ, სისწრაფეს გადაამეტეს. დაკვირვებული სამართალდამცავების რადარებმა იმწამსვე რეაგირება მოახდინეს და სამართალდამრღვევებს პატრული აედევნა. თუმცა, ლარისამ და ფაბრომ, ბონი და კლაიდს მიბაძეს და მანქანის გაჩერების მაგიერ, სისწრაფეს მოუმატეს. ამ ფაქტს, ამერიკული ბოევიკების მსგავსი, არასახუმარო დევნა მოჰყვა, რომელიც ავარიით დასრულდა - უიღბლო მოტოციკლისტი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
საბოლოო ჯამში, მოსიყვარულე წყვილი დააპატიმრეს. საჭესთან მჯდომი ფაბრო პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, ლარისას ბედი კი, ჯერჯერობით, უცნობია.







