ფეხბურთი

15:29 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა – უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო ბურთის ართმევაში

“დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ბურთის ართმევაში ერთ-ერთი საუკეთესოა უკრაინის პრემიერლიგაში. სეზონის განმავლობაში, მან 150-ჯერ წაართვა ბურთი მეტოქეებს – ცხადია, იგულისხმება უჯარიმოდ.

ამ მხრივ, ჯაბა მეორეზე გავიდა. ართმევებში საუკეთესოა “ჩერნომორეცის” ნახევარმცველი კირილ კოვალჩუკი (166).

როგორც იცით, “დნიპროს” ახალი მწვრთნელი ჰყავს მირონ მარკევიჩის სახით. გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც წლების განმავლობაში “მეტალისტს” წარმატებით წვრთნიდა, განაცხადა, რომ ჯერ ყველა ფეხბურთელს დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, ვინ დარჩება გუნდში და ვინ – არა.

კანკავას საკითხი არც განიხილება, აი, სანდრო კობახიძესა და უჩა ლობჟანიძეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და ვნახოთ, როგორ გადაწყდება მათი ამბავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110655