ფეხბურთი

12:00 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და კობახიძე დამარცხდნენ, კვირკველია განაცხადში არ იყო

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდის, სტუმრად შვეიცარიის “ბაზელთან” 0:2 დამარცხდა.

კანკავა თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 18-კაციან განაცხადში მყოფ კობახიძეს მოედანზე შეცვლა არ მოუწია. “დნიპრომ” პირველი გოლი 23-ე წუთზე ვალენტინ შტოკერის დარტყმის შემდეგ გაუშვა, ხოლო მეორედ დნეპროპეტროვსკელთა კარი 68-ე წუთზე მარკო შტრელერმა აიღო.

ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც სოლომონ კვირკველია ირიცხება, სტუმრად ევროპის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის “ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა. ქართველი ცენტრალური მცველი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩები 21 თებერვალს გაიმართება.

ლაშა თაბაგარი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120609