ფეხბურთი

21:29 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანალესი 2 თვით იუქმებს

“ვალენსიას” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი სერხიო კანალესი ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღებული ტრავმაა.

სერხიო კანალესი, ერთ დროს, ესპანური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ 22 წლის შემტევი ტრავმებმა დატანჯეს. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ტურში, რუსეთთან გამართულ მატაჩში, კანალესი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ტრავმის მიღება მან მაინც მოასწრო.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ კანალესი ახალგაზრდულ ევროპირველობას ემშვიდობებოდა. იყო მოლოდინი, რომ ფეხბურთელს მხოლოდ კუნთი ჰქონდა დაჭიმული, მაგრამ ვალენსიაში დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ კანალესს მუხლქვედა მყესები აქვს დაზიანებული. დეტალური სამედიცინო შემოწმება წინაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელს დაახლოებით 2 თვე გაუცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კანალესი “ვალენსიას” თითქმის მთელს წინასასეზონო მზადებას დააკლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060078