ჩოგბურთი

13:22 | 17.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას უზბეკური მარცხი

ერთ დროს საქართველოს პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის ქალაქ ნამანგანში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო, თუმცა, პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა. რუსმა ალექსანდრა არტამონოვამ ქართველ ჩოგბურთელს 7:5, 0:6, 6:2 სძლია.
წყვილთა გათამაშებაში კალაშნიკოვამა და რუსმა მარტა სიროტკინამ უზბეკ ეკშიბაროვასა და ებრაელ შლომოს 7:5, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 განთესვის მქონე იმავე არტამონოვასა და უკრაინელი კოზლოვას დუეტს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიაში იმყოფება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც 25-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში მასპინძელ ჯიოლა ბარბიერის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.074724