პალერმოს ტურნირის წყვილთა ბადეს ნახევარფინალში გამოეთიშა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ტურნირზე ბალერუს კატერინა ძეჰალევიჩთან ერთად თამაშობდა. ფინალის გზაზე ისინი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ხორვატულ-უნგრულ, დარიჯა იურაკისა და კატალინ მაროშის წყვილთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. მხარეების მიერ თითო სეტის მოგების შემდეგ (6:4, 4:6), გადამწყვეტ სეტში ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც იურაკისა და მაროშის წყვილმა 12:10 მოიგო.
ფინალში კი მაროში და იურაკი პირველ ნომრად განთესილ, რენატა ვორაჩოვასა და ბარბორა ზაჰლავოვა სტრიჩოვას (ორივე ჩეხეთი) წყვილთან, 7:6(7:5), 6:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ზაჰლავოვა სტრიჩოვა ერთეულთა ბადის ფინალშიც გავიდა, სადაც მისი მეტოქე, იტალიელი სარა ერანია.







