ჩოგბურთი

14:45 | 14.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ პირველ ჯერზე ჩახნაშვილი “დაცხრილა”

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ქართული დერბის გამარჯვებული ოქსანა კალაშნიკოვა გახდა. 19 წლის კალაშნიკოვამ, რომელიც “მელბურნ პარკში” სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, უფრო გამოცდილ თანამემამულე მაკა ჩახნაშვილს შანსი არ დაუტოვა და საათსა და ოთხ წუთში 6:3, 6:2 გაანადგურა.
მატჩის წინ, ბუქმეიქერები მცირე უპირატესობას “აუსთრალიან ოუფენზე” მესამედ მოთამაშე ჩახნაშვილს ანიჭებდნენ, თუმცა, მათი მოლოდინი არ გამართლდა. მსოფლიოს რეიტინგში 179-ე ადგილზე მყოფმა კალაშნიკოვამ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მისი გამარჯვებაც სრულიად სამართლიანი გახლდათ.
პირწმინდად წაგებული პირველი სეტის შემდეგ, ჩახნაშვილს თამაშის გადარჩენის შანსი მეორის დასაწყისში მიეცა, როდესაც ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, თუმცა, მომდევნო ოთხი გეიმი წააგო და “მელბურნ პარკს” დაემშვიდობა.
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, ოქსანას მეტოქე რუსი ანასტასია პივოვაროვა იქნება, რომელმაც მე-16 ნომრად განთესილი სამხრეთაფრიკელი ჩანელ შეეპერსი საათსა და ცხრამეტ წუთში 6:4, 6:2 დაამარცხა.
პივოვაროვამ 7 ორმაგი და 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა, კიდევ უფრო საშინლად მოთამაშე მეტოქეს 15 ბრეიკ-პოინტიდან 8 აართვა და იოლი გამარჯვება იზეიმა.
19 წლის რუსი ჩოგბურთელი გასული წლის აპრილში მსოფლიოს 148-ე ჩოგანი გახლდათ, ახლა კი 205-ე ადგილზე იმყოფება. მისი საპრიზო მონაგარი 117 610 დოლარია.
ქართულ-რუსული დაპირისპირება “მელბურნ პარკის” მე-4 კორტზე სტარტს ხვალ დილით ხუთი სათისთვის აიღებს. თუკი კალაშნიოკოვამ ამ ბარიერის დაძლევაც მოახერხა, ძირითად ბადეში გასასვლელად, ბელორუს ეკატერინა ძეჰალევიჩსა და ჩინელ ქსინუან ჰანს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, ბრძოლას გამოეთიშა საქართველოს პირველი და მსოფლიოს 176-ე ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელმაც მე-12 ნომრად განთესილ გერმანელ კატრინ ვოერლეს სათანადო წინააღდეგობა ვერ გაუწია და საათსა და ცხრა წუთში 1:6, 3:6 წააგო. საინტერესოა, რომ ქართველმა გოგონამ მოგებული 4 გეიმიდან 2 მეტოქის მოწოდებაზე მიითვალა, თუმცა, მეტოქეს ერთბაშად 7 ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა.

 
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრე
მაკა ჩახნაშვილი – ოქსანა კალაშნიკოვა
29 45-დან (64%)
 1-ლი მოწოდება 41 64-დან (64%)
ეისი 2
ორმაგი შეცდომა 2
8
უნებლიე შეცდომა 4
19 29-დან (66%)
1-ელ მოწოდებაზე მოგებული ბურთები 30 41-დან (73%)
4 16-დან (25%) 
მე-2 მოწოდებაზე მოგებული ბურთები 10 23-დან (43%)
24 66-დან (36%)
 მიღებაზე მოგებული ბურთები 22 49-დან (45%)
1 6-დან (17%) 
ბრეიკ-პოინტების გამოყენება 4 5-დან (80%)
47 
სულ მოგებული ბურთები 62
 
კატრინ ვოერლე (გერმანია, 12) – ანა ტატიშვილი
33 54-დან (61%)
 1-ლი მოწოდება 32 54-დან (59%)
ეისი 2
3
 ორმაგი შეცდომა 4
6
უნებლიე შეცდომა 8
24 33-დან (73%)
1-ელ მოწოდებაზე მოგებული ბურთები 14 32-დან (44%)
10 21-დან (48%) 
მე-2 მოწოდებაზე მოგებული ბურთები 8 22-დან (36%)
32 58-დან (55%) 
მიღებაზე მოგებული ბურთები 20 57-დან (35%)
6 8-დან (75%) 
ბრეიკ-პოინტების გამოყენება 2 6-დან (33%)
47 
სულ მოგებული ბურთები 62
 
დათო მანჯავიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097702