შვედეთის ქალაქ კრისტინეჰამნში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველი გამარჯვება იზეიმა. Rolls Royce Women's Cup 2012-ის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის რაუნდში. ოქსანამ მე-3 ნომრად განთესილ ლიტველ ლინა სტანჩიუტეს 6:3, 6:4 სძლია.
მერვედფინალში კალაშნიკოვას მეტოქე ბოსნიელი იუგიჩ-საკიჩისა და ბელორუსი კრემენის შეხვედრაში ირკვევა. წყვილებში კალაშნიკოვა და პოლონელი მაგდა ლინეტი, რომელთაც მე-3 რეიტინგი გააჩნიათ, დანიურ-შვეიცარიულ დუეტს (ეიდესგაარდი-პერინი) ეთამაშებიან.
აქვე დავძენთ, რომ ჩვეულებრივზე ერთი დღით გვიან განახლდა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგი, სადაც კალაშნიკოვამ მორიგი ვარდნა განიცადა და უკვე 776-ე ადგილზეა, საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს კი კვლავაც ანა ტატიშვილი ინარჩუნებს. იგი 872 ქულით 72-ე საფეხურზეა.
ქართველები WTA-ს რეიტინგში
72 (70). ანა ტატიშვილი – 872 ქულა; 200 (194). მაკა ჩახნაშვილი – 304; 308 (303). სოფო შაფათავა – 163; 418 (419). სოფო ქვაცაბაია – 87; 440 (437). ეკატერინე გორგოძე – 81; 475 (476). თათია მიქაძე – 69; 701 (698). ნათია გეგია – 30; 776 (770). ოქსანა კალაშნიკოვა – 23; 990 (996). ანი გოგვაძე – 11;







