თელავის 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა პირველობის ფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ბელორუსი ეკატერინა ძეჰალევიჩი უნგრელ რეკა-ლუკა იანის და გერმანელ კრისტინა შაკოვეცს დაუპირისპირდნენ და 6:3, 4:6, 6:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ქართულ-ბელორუსულმა წყვილმა 3 გამარჯვება იზეიმა. კალაშნიკოვამ და ძეჰალევიჩმა პირველ ნომრად განთესილი უკრაინელი დები კიჩენოკების დუეტი 6:4, 6:2 დაამარცხეს, შემდეგ რუს ხრომაჩევას და უკრაინელ სვიტოლინას 6:4, 2:6, 10:7 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ იანჩუკს და ბელორუს სასნოვიჩს აჯობეს – 6:4, 6:0.
თელავის ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში მასპინძელთაგან ყველაზე შორის წასვლა სოფო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ მოახერხეს, რომელთაც მეოთხედფინალში ითამაშეს. პირველმა მათგანმა მე-4 განთესვის მქონე სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან 2:6, 4:6 წააგო, მეორე კი უკრაინელ ანა შკუდუნთან 1:6, 4:6 დამარცხდა.
ერთეულთა ტურნირის გამარჯვებული უკრაინელი ელინა სვიტოლინა გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ლესია ცურენკო 6:1, 6:2 დაამარცხა.







