ქართველი ოქსანა კალაშნიკოვასა და რუსი ევგენია პაშკოვას დუეტმა ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-რუსულმა წყვილმა ასპარეზობა უკრაინელი კაპშაისა და რუსი ტრესკუნოვას ტანდემის ძლევით (6:2, 6:3) დაიწყო, შემდეგ გერმანელი გრაიდეკისა და პოლონელი იეგიოლკას წინააღმდეგობაც დასძლია (6:4, 6:2), ნახევარფინალში კი სლოვაკურ-უკრაინულ მე-3 რეიტინგის მქონე წყვილსაც (ჰონჩოვა-ვასილიევა) აჯობა – 7:6 (13:11), 6:2.
ფინალურ მატჩში კალაშნიკოვა და პაშკოვა უზბეკ ხაბიბულინასა და ბელორუს კრემენს (მე-4 განთესვა) ეთამაშებიან, რომელთაც გზიდან ტურნირის ფავორიტები – ბუიუკაკჩაისა და ოზგენის პირველი რეტინგის მქონე თურქული დუეტი ჩამოიცილეს.







