ფეხბურთი

19:31 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაკას “ტორინოსთან” ძირითადში ელიან

იტალიური პრესის ცნობით, “მილანში” ცოტა ხნის წინათ დაბრუნებულ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს, კაკას, სერია A-ს მომდევნო ტურში, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ უკვე გადაწყვიტა, რომ “ტორინოს” წინააღმდეგ გუნდს 4-3-1-2 სისტემით ათამაშებს და 31 წლის კაკა, რომელიც “მილანში” 4-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვა.

“მილანი” და “ტორინო” ერთმანეთს 14 სექტემბერს, ტურინში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11678