თამაშგარე

11:57 | 25.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი რიო ფერდინანდის მკლავებში

ჩვენში რომ იტყვიან – ”ქალმა დააფეთაო” – სწორედ ასე მოუვიდა ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების მცველ რიო ფერდინანდს. თუკი, სხვა ცნობილი ფეხბურთელები მოდელებს, მხახიობებს, მომღერლებსა და მსგავსი პროფესიის ხელიხელსაგოგმანებელ ქალებს ითითოვებენ, რიომ მაინცა და მაინც ჟურნალისტი, ინგლისელი ვიქტორია მური შეიყვარა.
 ეს მური - ყოფილი, მაგრამ არცთუ იღბლიანი მოდელი გახლავთ და აღსანიშნავია, რომ იგი ამჟამად ფერდინანდის მიერ დაარსებულ ჟურნალს, უცნაური სახელწოდებით - "ბ95" –რედაქტორობს და პარალელურად, ჟურნალის მფლობელ ფეხბურთელთანაც “ამა ცხოვრების ამაოებას” ივიწყებს. აღნიშნული ჟურნალის თემატიკა ისეთია, ეროტიკულად რომ უხმობენ და მის გარეკანზე რამდენჯერმე რედაქტორის - მისის მურის სხეულმაც გამოანათა.
 რამდენად მყარი და სერიოზულია მურისა და რიოს ტრფობა, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მური თავის კოლეგებთან საუბარში ირწმუნება, რომ რიო მისთვის უფრო მეტია, ვიდრე ბოსი და უბრალოდ საწოლში გვერდით მიმწოლი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097021