ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჟუნინიუ პერნამბუკანო, ფრანგული ფეხბურთისათვის ნამდვილ სიმბოლოდ და ლეგენდად დარჩა. ჟუნინიუს მიერ ”ლიონში” გატარებული წლები საფრანგეთში ალბათ კარგა ხანი არ დაავიწყდებათ და პერნამბუკანოს დღესაც თბილად იხსენებენ.
ცოტა ხნის წინ, ჟუნინიუს ერთ-ერთმა ფრანგულმა მულტიპლიკაციური ფილმების ტელესტუდიამ მეტად სარფიანი წინადადება შესთავაზა. ფრანგ მულტიპლიკატორებს სურთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი თავი გაახმოვანოს.
პარიზელ მულტიპლიკატორებს გადაწყვეტილი აქვთ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე საბავშვო სერიალი გააკეთონ. სერიალის გმირებს ფეხბურთელები თავად გაახმოვანებენ, რაც მულტსერიალს დამატებით ინტერესს აუცილებლად შესძენს. ჟუნინიუმ ამ პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა.







