ძიუდო

13:28 | 18.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟოლიანი ფინალში კორეელს შეერკინება

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში მიმდინარე ძიუდოისტთა დიდი პრიზის გათამაშებაში ჩინებულად ასპარეზობს ლევან ჟორჟოლიანი, რომელმაც 100 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ოთხი გამარჯვება იზეიმა და ფინალში გასვლა მოახერხა. ჟორჟოლიანმა აშშ-ს სახელით მოასპარეზე შინტარო ჰიგაში, ფრანგი სირილ მარე და უზბეკი უკტურ კურბანოვი წმინდად დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ არტიომ ბილოშენკოს ორი იუკო და ვაზარი აართვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ორთაბრძოლებში ლევანს მეტოქეებისთვის არცერთი “ქულა” არ დაუთმია. ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კორეელი ჰეე-ტაე ჰვანგი იქნება, რომელმაც გზიდან ჩინელი ჯინლინგ იუანი, უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვი, იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა და ებრაელი არიელ ზეევი ჩამოიცილა.
აქვე ვთქვათ, რომ ხსენებულმა ჰაგამ მერვედფინალში იპონით ირაკლი ცირეკიძეს სძლია, რომელმაც მანამდე უნგრელ ბალინტ ფარკაშს ასევე წმინდად აჯობა.
ცნობისთვის, ქინგდაოს დიდი პრიზის ჩემპიონობა 200 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლისმედალოსნები 120 ქულას მიიღებენ, ბრინჯაოსნები კი – 80-ს. ქართველ გულშემატკივარს ტურნირისთვის პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საშუალებით შეუძლია.

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088995