ძიუდო

13:54 | 18.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟოლიანი დიდი პრიზის ვერცხლისმედალოსანია

ქართველი ძიუდოისტის ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ.) ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში მიმდინარე დიდი პრიზის გათამაშების ვერცხლისმედალოსანი გახდა. ტურნირის ფინალში ჟორჟოლიანმა კორეელ ჰეე-ტაე ჰვანგს ორი გაფრთხილების ხარჯზე იუკო კი აართვა, თუმცა, მანამდე ვაზარი ”გაეპარა” და ბრძოლის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე ლევანმა აშშ-ს სახელით მოასპარეზე შინტარო ჰიგაში, ფრანგი სირილ მარე და უზბეკი უკტურ კურბანოვი წმინდად დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ არტიომ ბილოშენკოს ორი იუკო და ვაზარი აართვა. აღსანიშნავია იცი, რომ საწყის ეტაპებზე ორთაბრძოლებში ლევანს მეტოქეებისთვის არცერთი “ქულა” არ დაუთმია.
ჟორჟოლიანმა ჩინური წარმატებისთვის 120 სარეიტინგო ქულა შეიმატა და მსოფლიო კლასიფიკაციაში ისევ გადაასწრო ირაკლი ცირეკიძეს, რომლისთვისაც გასული ტურნირი წარუმატებელი გამოდგა. ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში უნგრელ ბალინტ ფარკაშს იპონით კი სძლია, თუმცა, შემდეგ ამავე ილეთით იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან დამარცხდა.

 


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081597