ფეხბურთი

18:18 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე ჟეზუსს 3 წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლისაბონის “ბენფიკას” მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუსს სამ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი “ვიტორია გიმარაეშსა” და “ბენფიკას” შორის მომხდარია.

“გიმარაეშთან” გამართული მატჩის ბოლოს, მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შევარდა და იმ დროს, როდესაც პოლიცია მის გაყვანას ცდილობდა, საქმეში “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჩაერთო. ჟორჟე ჟეზუსი ახალგაზრდა ქომაგის დასაცავად საქმეში მუშტების ჩართვასაც არ მორიდებია.

პორტუგალიური პრესის ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში ჟეზუსის საქმეს განიხილავენ. გადაწყვეტილება, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე არ გახდეს ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მინიმალური სასჯელი, რომელიც ჟეზუსს ემუქრება 8-დღიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმაა. რაც შეეხება მაქსიმუმს – შესაძლოა, 59 წლის სპეციალისტს მწვრთნელობა 3 წლით აუკრძალონ და არც ისაა გამორიცხული, რომ მის მიმართ სამოქალაქო სარჩელიც აღიძრას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117287