ფეხბურთი

17:30 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: "ფალკაო "მონაკოში" დარჩება"

 

ფრანგული "მონაკოს" ახალმა დამრიგებელმა ლეონარდუ ჟარდიმმა, "ვალენსიასთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:2) განაცხადა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი რადამელ ფალკაო კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"ამ დროისთვის, ფალკაო ჩვენი ფეხბურთელია და კლუბში მისი დარჩენა 100%-ით გადაწყვეტიალია. მისი წასვლა არ გვინდა. უკვე დავკარგეთ ხამეს როდრიგესი, მაგრამ ფალკაო ჩვენთან რჩება. მომდევნო სეზონში კოლუმბიელი თავდამსხმელი "მონაკოს" ღირსებას დაიცავს." _ განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"ღამურებთან" ამხანაგურ მატჩში, რადამელ ფალკაომ 72-ე წუთზე ბერბატოვი შეცვალა. იანვარში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, კოლუმბიელი მოედანზე სათამაშოდ პირველად გამოვიდა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120231