კალათბურთი

13:01 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჟალგირისმა" პაულიუს იანკუნასი სეზონის ბოლომდე დაკარგა

“კაუნასის "ჟალგირისმა" მარჯვენა მხრის ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი პაულიუს იანკუნასი სეზონის ბოლომდე დაკარგა”, - იტყობინება ევროლიგის ოფიციალური საიტი.
ლიტველმა ფორვარდმა მხრის უკვე არსებული ტრავმა ევროლიგის გათამაშების ტოპ 16-ის მეშვიდე ტურის მატჩში "ბროზე ბამბერგთან" დაპირისპირებისას გაიმიზეზა. იგი უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს და საკუთარ კლუბს 4 თვე ვერ დაეხმარება.
ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში 28 წლის კალათბურთელი საშუალოდ აგროვებდა 8,2 ქულას, 4,8 მოხსნას და 1,2 შედეგიან გადაცემას.

გიორგი ბარბაქაძე
 

თეგებიჟალგირისი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126386