ჭადრაკი

18:26 | 4.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

იზორია ჭადრაკს დაუბრუნდა

საახალწლოდ აშშ-ში რამდენიმე საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, რომლებშიც მონაწილეობა ქართველებმაც მიიღეს. ყველაზე სასიხარულოა, რომ ასპარეზს დაუბრუნდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე ზვიად იზორია (2610), რომელიც ტურნირებზე კარგა ხანს არ სჩანდა და ამჯერად, თავი ნიუ იორკში ისახელა.
იზორიამ ძალები Empire City Open 2012-ზე მოსინჯა და ექვს ტურში 4.5 ქულა მოაგროვა. ზვიადის დარი მონაგარი კიდევ სამ მოჭადრაკეს ჰქონდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, იგი მე-2 ადგილზე გავიდა, პირველობა კი აშშ-ს სახელით მოთამაშე ალექსანდერ ფიშბეინს (2546) ერგო, რომელმაც 5.0 ქულა მოაგროვა.
შტატებშივე, North American Open 2012-ზე მოსინჯეს ძალები გიორგი ყაჭეიშვილმა (2602), თამაზ გელაშვილმა (2566) და მიხეილ კეკელიძემ (2491). ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ყაჭეიშვილმა აჩვენა, რომელმაც 6.0 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავა. გელაშვილმა და კეკელიძემ 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მეთხუთმეტე-მეთექვსემეტე საფეხურებზე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090246