ფეხბურთი

1:15 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ წაგებით დაასრულა

სერია A-ს ბოლო ტურში, შაბათ დღეს, ერთი თამაში გაიმართა. ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებიც, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, უმოტივაციონი იყვნენ. თუმცა, გარკვეული მოტივაცია მათ მაინც ჰქონდათ. „სამპდორიას“ შანსი ჰქონდა ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო 2 გათამაშების გამარჯვებული დაემარცხებინა, ხოლო „იუვენტუსი“ გენუურ გუნდთან 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეშურებოდა. საბოლოოდ, მიზანს გენუელებმა მიაღწიეს.

ანგარიში ფაბიო კვალიარელამ გახსნა, რომელიც პირლომ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ამ გოლიდან 6 წუთში, არბიტრმა კიელინის თამაშის წესების საკუთარ საჯარიმოში დარღვევა დააბრალა და „იუვენტუსის“ კარში თერთმეტმეტრიანი გამოიგონა, რომელიც ედერმა უნაკლოდ შეასრულა.

57-ე და 75-ე წუთებზე, დე სილვესტრიმ და იკარდიმ სტორარის თითო გოლი გაუტანეს და „სამპდორია“ წინ 2 ბურთით გაიჭრა. თამაშის ბოლო წუთზე, ლიხტშტაინერის გადაცემის შემდეგ, ჯაკერინიმ ერთი შეხებით, ბურთი მეკარისგან მარცხენა ზედა კუთხეში გაგზავნა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

 

სამპდორია-იუვენტუსი 3:2 (1:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (3-5-2): და კოშტა, მუსტაფი, გასტალდელო, კასტელინი, დე სილვესტრი, პოლი, პალომბო (მუნარი 66), ობიანგი, ესტიგარიბია (ბერარდი 84), იკარდი, ედერი (სანსონე 80).

მწვრთნელი: დელიო როსი.

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი (რუბინიო 80), კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ისლა, პადოინი (ლიხტშტაინერი 74), პირლო, ჯაკერინი, დე ჩელიე, ჯოვინკო (ბენდტნერი 74), კვალიარელა.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 კვალიარელა (25), 1:1 ედერი (31, პენ), 2:1 დე სილვესტრი (57), 3:1 იკარდი (75), 3:2 ჯაკერინი (90).

გაფრთხილება: იკარდი 76.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 7 (4)-21 (15), კუთხური: 5-8, თამაშგარე: 0-3, სეივი: 12-1, ჯარიმა: 9-7.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126784