ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა შემტევი ხაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. “ბებერ ქალბატონში” გადასვლის მთავარ კანდიდატებად ამჯერად არგენტინელი სერხიო აგუერო და იტალიელი ჯუზეპე როსი სახელდებიან.
იტალიური გამოცემები ვარაუდობენ, რომ “იუვეს” შეფების ძირითადი სამიზნე როსია, რადგან აგუეროს გადასაბირებლად “მანჩესტერ სიტიც” გააქტიურდა და ფინანსურ კონკურენციაში სავარაუდოდ უპირატესობა ბრიტანელებს ექნებათ.
footballpress-ის ცნობით, ტურინულმა კლუბმა ესპანურ “ვილიარეალთან” ჯუზეპე როსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება უკვე წამოიწყო და “იუვენტუსი” მზადაა, თავდამსხმელის სანაცვლოდ გათვალისწინებულ თანხას თან ნახევარმცველი ფელიპე მელუც გააყოლოს.









