სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:48 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„იუვემ“ და „რომამ“ მშრალად მოგებით დაიწყეს

იტალიის ჩემპიონმა, „იუვენტუსმა“ სერია A-ს ახალი გათამაშება მოგებით დაიწყო. ტურინელებმა, ძალიან დიდი უპირატესობის მიუხედავად, „კიევოს“ მინიმალური ანგარიშით სძლიეს.

„ბებერი სინიორას“ უპირატესობა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა. მარტო ის რად ღირს, რომ სტუმრებმა, შესვენებამდე, ბურთი ძელს 3-ჯერ მოარტყეს.

განსაკუთრებით აქტიურობდა „იუვეს“ 18 წლის ახალწვეული, კინგსლი კომანი, რომელიც ალეგრიმ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ფრანგი შემტევი ბევრს ეცადა, მაგრამ მან სადებიუტო მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გავიდა. კარლოს ტევესმა კუთხური მოაწოდა, ხოლო საჰაერო ორთაბრძოლა მარტინ კასერესმა მოიგო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ბირაგის მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, „იუვენტუსი“ ქულების დაკარგვასთან მაინც ახლოს იყო. თამაშის მიწურულს, მაქსი ლოპესი ბუფონთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არგენტინელმა ცუდად დაარტყა და იტალიელ კიპერს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. ამრიგად, მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსში“ მუშაობა მოგებით დაიწყო.

სეზონი მოგებით დაიწყო გასული გათამაშების ვერცხლის პრიზიორმა, „რომამაც“. რუდი გარსიას გუნდმა „ფიორენტინას“ უმასპინძლა და „იუვენტუსის“ მსგავსად, კარი მშრალად შეინახა, მაგრამ თავად 2-ჯერ გაიტანა.

„ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში რაჯა ნაინგოლანმა გახსნა, რომელმაც ჟერვინიოს დარტყმულს შედეგიანად დაამატა. ეს 28-ე წუთზე მოხდა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 დამატებულ წუთზე ნაინგოლანმა ჟერვინიოს ვალი დაუბრუნდა - ბელგიელის გადაცემით კოტ დ’ივუარელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 2:0 გახდა.

 

კიევო-იუვენტუსი 0:1 (0:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

კიევო (4-3-2-1): ბარდი, ფრეი, დაინელი, სეზარი, ბირაგი, ისკო, მანგანი (პალოსკი 46), ჰეტემაი, სკელოტო (რადოვანოვიჩი 46/კოფიე 69), ბირსა, ლოპესი.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ოგბონა, ბონუჩი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი, პოგბა, ვიდალი (პერეირა 86), ასამოა, კომანი (ლიორენტე 68), ტევესი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: 0:1 ბირაგი (7, ს.კ.).

გაფრთხილებები: მანგანი 30, დაინელი 57 - ვიდალი 29.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 26%-74%, დარტყმა: 7 (2)-21 (3), კუთხური: 4-11, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 13-14.

 

რომა-ფიორენტინა 2:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი (კეიტა 67), ასტორი, კოული, ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი, იტურბე (ლიაიჩი 77), ტოტი (ფლორენცი 70), ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ფიორენტინა (4-4-2): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, ბრილანტე (ილიჩიჩი 35), პისარო, ვალერო, ვარგასი (აკვილანი 72), ბაბაკარი (ხოაკინი 63), გომესი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (28), 2:0 ჟერვინიო (90+3).

გაფრთხილებები: ტოტი 23, ასტორი 57, ტოროსიდისი 72, კოული 88 - სავიჩი 23, როდრიგესი 23, ალონსო 54, აკვილანი 90+1.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17 (5)-10 (4), კუთხური: 1-0, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-3, ჯარიმა: 15-15.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088641