ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა რუმინელ ირინა-კამელია ბეგუს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის სეტში გაუწია და აკაპულკოს 220-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 3:6, 1:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა საწყის რაუნდში ჩეხ ევა ბირნეროვას სამ სეტში მოუგო, მე-4 ნომრად განთესილ რუმინელთან კი, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია, ვეღარაფერი გააწყო.
ტატიშვილმა მექსიკურ ტურნირზე 30 ქულა გამოიმუშავა, თუმცა, რეალურად მხოლოდ 14-ს შეიმატებს, რადგანაც შარშან აკაპულკოში კვალიფიკაცია დასძლია და 16 ქულა დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, ანამ კლასიფიკაციაში კარიერის ახალი მიღწევა მაინც დააფიქსიროს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მისი მონაგარი 822 ქულაა და იგი კლასიფიკაციაში 74-ე ადგილზე იმყოფება.







