თსუ-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი, 28 წლის ფორვარდი, ირაკლი შანიძე, ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ, ვარჯიშს შეუდგა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად შანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იგი, ჯერჯერობით, მსუბუქად ვარჯიშობს და მალე მთელი დატვირთვით ივარჯიშებს. თუ ტრავმამ თავი არ შეახსენა, შანიძე საქართველოს XIX ეროვნულ ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაებმება.
შეგახსენებთ, რომ შანიძეს მუხლის სახსრის ტრავმა ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ, XVIII ეროვნულ ჩემპიონატში მიიღო.
როლანდ ლაბუჩიძე







