18 წლის ირაკლი ლომიძე სასტენდო სროლაში აზიის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ლომიძე მხოლოდ ერთი წელია, რაც სროლაში ვარჯიშობს. მანამდე ცურვით და შემდგომში წყალბურთით იყო დაკავებული და ირიცხებოდა ახალგაზრდულ ნაკრებებში.
მისი საუკეთესო შედეგი ორლულიანი სპორტული თოფით ასპარეზობაში 125-დან 109 დაზიანებული სამიზნეა, რაც საქართველოში მეორე შედეგია.
ლომიძე საერთაშორისო დონეზეც პროგრესირებს. მხოლოდ ერთწლიანი პროფესიული კარიერის გათვალისწინებით, ირაკლის აქვს მიღებული აუცილებელი გამოცდილება - მან უკვე იასპარეზა სროლაში მსოფლიო ჩემპიონატზე კვიპროსში, სადაც 125-დან 101 სამიზნე დააზიანა. გერმანიაში, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ლომიძე მეთექვსმეტე იყო.









