ძიუდო

10:15 | 12.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძეს თავდასხმაში ადანაშაულებენ

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე 60 წლის მამაკაცის ცემაშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილ ქართველ ძიუდოისტს ქუთაისელი ვაჟა ამაღლობელი სდებს ბრალს. ეს უკანასკნელი ტვინის შერყევისა და შუბლის არეში დაჟეჟილობის დიაგნოზით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
დაზარალებულის თქმით, 10 თებერვალს, ღამის 2 საათისთვის, ცირეკიძე მასთან სახლში მივიდა და ეზოში სასტიკად გაუსწორდა. ვაჟა ამაღლობელი მიზეზად სამი დღის წინ მომხდარ ავტოავარიას ასახელებს, რომელიც მის სიძეს - ზაზა ჩიტორელიძესა და ირაკლი ცირეკიძეს შეემთხვათ. ამაღლობელისვე სიტყვებით, ოლიმპიური ჩემპიონი მასთან სწორედ ჩიტორელიძეს ეძებდა.
ავტოავარიის ფაქტი გუშინ, თავად ირაკლი ცირეკიძემაც დაადასტურა. ბრალდება კი კატეგორიულად უარყო. აღნიშნული სიუჟეტის თანახმად, პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094791