ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე საერთაშორისო ტატამს 20 თებერვალს, გერმანიაში დაუბრუნდება. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი სამ კვირაზე მეტია, ნაკრებთან ერთად დიღმის ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს.
“19-20 თებერვალს, დიუსელდორფის დიდი პრიზი იმართება და სავარაუდოდ, მასზე ვიჭიდავებ. შემდეგ კი იმ ტურნირებზე გავემგზავრები, რომლებზეც ნაკრების მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ ჩემს დაყენებას. გეგმის მიხედვით ვემზადები, არადა გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპორტიდან წავსულვარ და ისევ დავბრუნებულვარ. საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ კარიერის დასრულება ნამდვილად არ გადამიწყვეტია” – უთხრა ცირეკიძემ “მსოფლიო სპორტს”.







