საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ერთი მედლით დაასრულა. სამეულში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ირაკლი ცირეკიძე შევიდა. ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა რეპეშაჟში მეოთხედფინალიდან გადაინაცვლა და რუსი სერგეი სამოილოვიჩი იუკოთი ჩამოიცილა. “ბრინჯაოს ფინალში” კი ეგვიპტელ რამადან დარვიშს ვაზარით მოუგო.
ამავე წონაში, ლევან ჟორჟოლიანს კვარცხლბეკამდე 2 გამარჯვება დააკლდა. ცირეკიძის მსგავსად, ისიც მეოთხედფინალიდან გადაერთო დამამშვიდებელ ეტაპზე, მაგრამ ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან 2 იუკოთი დამარცხდა და საბოლოოდ, მე-7 ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე







