იტალიაში მოთამაშე ახალგაზრდა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა. სტევან იოვეტიჩმა, მის გულშემატკივრებს როგორც იქნა აუსრულა თხოვნა და ინტერნეტში ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე თავისი მეგობარი გოგონას ფოტო დადო. თუმცა, ფოტო სულ ერთი საათით დადო და მერე გაურკვეველი მიზეზების გამო, ისევ წაშალა.
”იო-იომ” რასაკვირველია ვერ გაითვალისწინა ის, რომ ”ყვითელ” ამბებზე დაფეთებული ადამიანები იტალიაშიც ბლომად არიან და სანამ წაშლიდა, მის ფოტოს აუცილებლად გადააკოპირებდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ის ფაქტი, სტევანმა რატომ დადო ეს ფოტო (თუ არ უნდოდა სხვებს რომ სცოდნოდა მისი ტრფობის ამბავი) და მერე წაშლა რატომ გადაწყვიტა...
მონტენეგროელმა ფეხბურთელმა, სატრფოსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მხოლოდ ის წააწერა, რომ მის გულისსწორს სახელად ლენა ჰქვია და წარმოშობით რუსია. თუმცა, მისი ზუსტი ვინაობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალბათ ჯერ კიდევ არ იცის იტალიელი პაპარაცების გაქანების ამბავი, რომლებიც ამ ამბავს ბოლომდე ალბათ სულ მალე ამოქექავენ.







