სხვა

13:08 | 25.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნებში პირველი ჰაკუჰოა

იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” ჯერ კიდევ ნოემბრის ბაშოს ბოლოსწინა დღეს გაინაღდა (უკვე 23-ედ), თუმცა, თავისთვის მოდუნების უფლება არც ბოლო ტურში მიუცია და კიუშიუ ბაშო გამარჯვებით დაასრულა. “თეთრმა ფენიქსმა” ასევე მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი შიტატენაგეთი დაჩაგრა და კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ სუმოს უდავო ლიდერის რანგის დათმობას არავისთვის აპირებს.
საბოლოოდ, ჰაკუჰომ 14 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ ერთხელ წაიფორხილა (მე-11 დღეს ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან), ჰარმაფუჯიმ კი ერთბაშად 6 შერკინება დათმო და ჰაკუგოზე რომ არაფერი ვთქვათ, წინ კიდევ შვიდი სეკიტორი გაუშვა.
8 მოგებით და 7 მარცხით დაასრულა ასპარეზობა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (212 კგ.) სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი ბოლო შეხვედრაში მე-12 მაეგაშირა კიტატაიკისთან იორიკირით დამარცხდა. ჯუღელი წლის დასკვნით სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, მინიმალური კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) კი, მომდევნო ბაშოზე მცირე წინსვლა განაღდებული აქვს.
საპირისპიროდ, დაქვეითება ელის ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელმაც ფუკუოკაში დასრულებული ტურნირის დასკვნით დღეს მე-15 მაეგაშირა იოშიაძუმას იორიკირით კი სძლია, თუმცა, 10 მარცხის წილ, ეს მისთვის მხოლოდ მე-5 გამარჯვება გახლდათ. ამგვარი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) გამო, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებას გაცილებით უარეს ტიტულზე გაცვლის.
პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 2013 წლის 13-27 იანვარს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174468