სხვა

15:56 | 7.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნათა ჭიდილი ჰაცუ ბაშომდე

ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ექვსი დღით ადრე, მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი ერთმანეთს ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” ოფიციალურ ვარჯიშზე დაუპირისპირდნენ და 10 შერკინება ჩაატარეს, თუმცა, უძლიერესი ვერ გამოავლინეს. მათი შეჯიბრი 5:5 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო სეკიტორების მდგომარეობაზე დაკვირვებას წლის განმავლობაში სამჯერ იოკოძუნად არჩევის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები ახდენენ და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ.
ცხადია, ძირითადად, ყურადღება კვლავ ”თეთრი ფენიქსის” და ”მზიური ცხენის” მიმართ იყო მიპყრობილი, გარდა ამისა, აღინიშნა ოძეკების კისენოსატოს და კაკურიუს და სეკივაკე გოეიდოს კარგი გარჯაც.
ოფიციალური ვარჯიში გამოტოვეს ოძეკი კოტოშოგიკუმ და უკვე სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითებულმა ბარუტომაც, რომელთაც მცირე ტრავმები ჯერაც არ მოუშუშებიათ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის პირველი სუპერტურნირი სტარტს 13 იანვარს ხსენებულ “რიოგოკუ კოკუგიკანში” აიღებს. ჰაცუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 27 იანვარს დასრულდება.
ტოკიოში ტრადიციულად 2 ქართველი სუმოისტი იასპარეზებს. თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით წარსდგება, ხოლო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტული გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095547