ფეხბურთი

11:09 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” ვერმალენი სურს

მილანის “ინტერი” ლონდონის “არსენალის” მცველის – ტომას ვერმალენის შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური მედიის ცნობით, “ნერაძური” ბელგიელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება.

როგორც ირკვევა, უკანახაზელის აგენტი “ინტერის” თავკაც ვალტერ მაცარის უკვე შეხვდა და შესაძლო გარიგების შესახებ ისაუბრა. ამგვარად, მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, მთავარი გადაწყვეტილება კი, “მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბის მისაღებია.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ვერმალენმა ლონდონელთა მაისურით 13 მატჩი ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.07562