ფეხბურთი

1:51 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ ძანეტის დაბრუნება „ლივორნოსთან“ კვლავ მშრალად მოგებით აღნიშნა

2007 წლის სექტემბრის შემდეგ, „ინტერმა“ და „ლივორნომ“ ერთმანეთში მეხუთედ ითამაშეს. გამარჯვება ამჯერადაც მილანელებს დარჩათ, თან „ნერაძურიმ“ კარი კვლავ მშრალად შეინახა.

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ თამაშში ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ჟონათანმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ბარდიმ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„ინტერის“ გულშემატკივრებს მოგებაზე არანაკლედ ხავიერ ძანეტის ხილვა გაუხარდებოდათ. 40 წლის კაპიტანი მოედანზე 28 აპრილის შემდეგ პირველად ვიხილეთ. ის თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. სწორედ ძანეტის გარღვევით დაიწყო „ინტერის“ საგოლე შეტევა პირველ დამატებულ წუთზე. არგენტინელმა ვეტერანმა კოვაჩიჩს უპასა, ხოლო ამ უკანასკნელის გადაცემას ნაგატომოს ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

5-მატჩიანი მოუგებელი სერია უსამართლო თერთეტმეტრიანის წყალობით შეწყვიტა „კატანიამ“, რომელიც „უდინეზეს“ მასპინძლობდა. ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. მასპინძელთა მიერ კუთხურის მოწოდების შემდეგ, ლეგროტალიე დომიცის შეეჯახა და თავად წაიქცა, რასაც არბიტრის სასტვენი და უსამართლო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. სტანდარტი მაქსი ლოპესმა ზუსტად შეასრულა და „უდინეზემ“ ბოლო 5 მატჩში მეოთხედ წააგო.

 

კატანია-უდინეზე 1:0 (1:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო 13000

კატანია (4-3-3): ანდუხარი, როლინი, გიომბერი, ლეგროტალიე, კაპუანო, ალმირონი (ისკო 49), ტაჩციდისი, გუარენტე (ალვარესი 65), კეკო (ლეტო 71), ლოპესი, კასტრო.

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

უდინეზე (4-2-3-1): ბრკიჩი, ორტო (ლოპეს ნიკოლასი 61), დანილო, დომიცი (ნალდო 46), გაბრიელ სილვა, პერეირა, ლაცარი, ბასტა, პინცი (ალანი 83), ფერნანდესი, მურიელი.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლი: 1:0 ლოპესი (30, პენ).

გაფრთხილებები: გუარენტე 38, ლოპესი 72 - დომიცი 4, ბასტა 7, პინცი 69.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 11 (4)-17 (1), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 21-14.

 

ინტერი-ლივორნო 2:0 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, როლანდო, სამუელი, ჟონათანი, ტაიდერი (ძანეტი 82), ალვარესი (კოვაჩიჩი 59), ნაგატომო, კამბიასო, გუარინი (ბელფოდილი 71), პალასიო

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, ვალენტინი, ემერსონი, ჩეჩერინი, მბაიე, ლუცი, სკატარელა, გემიტი (ბორხა 87), დუნკანი (ბენასი 46), სილიგარდი (ემეგარა 65), პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

გოლები: 1:0 ბარდი (30, ს.კ.), 2:0 ნაგატომო (90+1).

გაფრთხილებები: რანოკია 32, სამუელი 33, როლანდო 90+4 - დუნკანი 24, პაულინიო 73, სკატარელა 82.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12 (4)-9 (1), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 15-8.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115979