ფეხბურთი

0:14 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ „ლაციოს“ პალასიოს დუბლით გაუთანაბრდა

სერია A-ს 29-ე ტურის გადატანილ მატჩში „ინტერმა“ „სამპდორია“ როდრიგო პალასიოს დუბლით დაამარცხა, რის შემდეგაც, მილანელები ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტს, „ლაციოს“ გაუთანაბრდნენ.

„ინტერის“ არგენტინელმა შემტევმა გოლები ტაიმების მიწურულს გაიტანა. 43-ე წუთზე, მან პერეირას მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებით ისარგებლა და ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მიმდინარეობდა მე-3 დამატებული წუთი, როდესაც სტუმართა კონტრშეტევის დროს, პალასიომ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს, მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოსკენ მიმავალ გზაზე 2 მეტოქე მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

 

სამპდორია-ინტერი 0:2 (0:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (3-5-2): რომერო, მუსტაფი, პალომბო, გასლტალდელო, დე სილვესტრი, პოლი, კრსტიჩიჩი (მუნარი 86), ობიანგი, ესტიგარიბია (პოულსენი 77), სანსონე (ლოპესი 59), იკარდი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (სილვესტრე 58), რანოკია, ჟეზუსი, პერეირა, ძანეტი, კოვაჩიჩი, გარგანო, გუარინი, კასანო (კუზმანოვიჩი 67), პალასიო.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

გოლები: 0:1 პალასიო (43), 0:2 პალასიო (90+3).

გაფრთხილებები: პოლი 22, კრსტიჩიჩი 76 - გარგანო 65, ჰანდანოვიჩი 74, კოვაჩიჩი 88.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 15 (9)-7 (3), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-9, ჯარიმა: 9-20.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112325