ფეხბურთი

11:32 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ჯეკოს შეძენას ეცდება

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერების გზებს ეძებს და უკვე ცნობილია, რომ ზამთარში მინიმუმ ერთი კვალიფიციური თავდამსხმელის შეძენას ეცდება.

იტალიური პრესის ცნობით, კლუბის ახალი მფლობელები ერთ-ერთ ვარიანტად ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ედინ ჯეკოს განიხილავენ.

27 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ იტალიელები ფიქრობენ, რომ ის გუნდს ცხრილის სათავეში დამკვიდრებაში დაეხმარება. თუმცა, ნოემბერში “სიტის” თავკაცმა მანუელ პელიგრინიმ განაცხადა, რომ ჯეკოს გასხვისებას არ აპირებს.

0.174246